LINEAG
Main | Registration | Login
Site menu
Our poll
Rate my site
Total of answers: 128
Main » 2008 » July » 28 » veluri katis shinaarsi
veluri katis shinaarsi
7:35 PM

სინოფსისი

ლამაზი, კეთილშობილი და სიცოცხლით სავსე როსაურა რიოსი დედის გარდაცვალების შემდეგ ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს არისმენდეების ოჯახის ზღაპრული რანჩოს ახლოს. ოჯახის სარჩენად როსაურა დღე და ღამე დაუღალავად მუშაობს ყანაში.

ლუის მარიო არისმენდი - სიმპათიური ახალგაზრდაა და ერთადერთი მემკვიდრე უზარმაზარი ქონებისა. მას დიდი ტრაგედია დაატყდა თავს -მისი მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

ხანგძლივი მოგზაურობის შემდეგ ლუის მარიო რანჩოზე ბრუნდება რათა ოჯახურ ბიზნესს სათავეში ჩაუდგეს. მისი თვითმფრინავი მოულოდნელად მართვას კარგავს და როსაურას სახლის ახლოს ეშვება. ლუის მარიოს როსაურა გადაარჩენს და მადლიერების ნიშნად იგი ლამაზ გოგონას კოცნით დააჯილდოვებს. როსაურა კი მას სახეს დაუკაწრავს რის გამოც ლუის მარიო მას "ველურ კატას" შეარქმევს.

ედუარდასა და ევას, ლუის მარიოს დებს, დიდი სურვილი აქვთ რომ ლუის მარიომ მდიდარი ქალი შეირთოს ცოლად, მაგრამ ლუის მარიო მათ გეგმებს ჩაშლის და მასზე შეყვარებულ როსაურაზე დაქორწინდება. როსაურამ არ იცის, რომ მარიოს იგი დების ჯინაზე მოჰყავს ცოლად. ედუარდა და ევა მის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევენ და ინტრიგების წყალობით შეძლებენ ცოლ-ქმარის დაშორებას.

მარტოდ დარჩენილი როსაურა ცდილობს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. იგი მდიდარი ქალბატონის დონა კრუზ ოლივარა დე რეიას ერთადერთი მემკვიდრე აღმოჩნდება. როსაურა მაღალ საზოგადოებაში ადრის იმკვიდრებს და იმ ადამიანებზე შურისძიებას გადაწყვიტავს, ვინც მას ცხოვრება დაუნგრიეს. როსაურა ცოტა ხანში ხვდება, რომ მიუხედავად ყველა იმ უბედურებისა რაც მას არისმენდეების ოჯახმა მოუტანა, მას ჯერ კიდევ უყვარს ლუის მარიო. ბედი კი მათ მეორე შანსს აძლევს...

Views: 723 | Added by: repmaster | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Welcome,
Guest!
News calendar
«  July 2008  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Copyright MyCorp © 2024 Free website builderuCoz